saqarTvelos mdinareebi - kurcxana
ტერიტორიული ერთეულები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მესხეთის ქედი 41°48`42` ჩ. გ. 42°42`20` ა. გ. |
შესართავი | ოცხე 41°43`40` ჩ. გ. 42°50`21` ა. გ. |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 72.3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0.88 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2175 მ სიმაღლეზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 72,3 კმ². ერთვის მდინარე ოცხეს მარჯვნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარსა და ზაფხულში, შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,88 მ³/წმ.